რეზონანსი
26.11.2019

 საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა აქციებზე უფრო მეტი დგას, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ დროს გარდამავალ ეტაპზე იყო.

„ის ან უახლოეს დროში არჩევნებით, ან არჩევნების გარეშე წავა.  ძალიან კონკრეტულად კალაძის პირით შემოგვითვალა, რომ თემა დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედროებისთვის, სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის პერსპექტივები დახურულია. ჩვენ საქართველოში უნდა დავხუროთ ივანიშვილის კანტორა, ან ის თავად დახურავს და დააბოქლომებს საქართველოს.

ახლა, ხალხი აქციებზე მეტია, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ საშუალო ეტაპზე იყო. თანაც, საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე ემიგრაციაშია. ამას უნდა მოჰყვეს ეროვნული მობილიზაცია. ემიგრანტებმა უკვე თანხის შეგროვება დაიწყეს, რომლებიც მომიტინგეებს ეხმარებიან. გადამწყვეტ მომენტში, იმედია, ბევრი მათგანი საქართველოში ჩავა. ყველაფერი მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს მომენტი გასაშვები არ არის.

ჩვენ უნდა ვუთხრათ პოლიციელებს, რომ მათ საფლავებში არ უნდა ჩაყვნენ. შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის პოლიციაც კი, გადმოვიდა ხალხის მხარეს. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიყოთ ამაყი ქართველები“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×