რეზონანსი
25.11.2019

(რეზონანსი) "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

"თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად. ჩვენ წინა შემთხვევაშიც მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით, რომ ადამიანების ჯანმრთელობას, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ვალი და ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამოვიდეთ.

მეორე მხრივ, სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია, არ დაუშვას სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება. სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად მოქმედებენ და საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×