რეზონანსი
25.11.2019

(რეზონანსი) საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „გირჩის" წარმომადგენლების დღევანდელი აქცია რელიგიური გრძნობების შელახვის უგემოვნო მცდელობა იყო.

მისი თქმით, მას ახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანი.

"ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნებო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ, რომ უკეთესს მათგან არც უნდა ველოდეთ არაფერს. როგორც ჩანს, ამ ჩარჩოში არის მათი აზროვნება", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×