
(რეზონანსი) "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას შეფასებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას ყველანაირი შეთავაზება გაუკეთა თუ როგორ დაეტოვებინათ მმართველობა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" არ მიიღო.
"მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ სისტემაზე, მოდი მარტივად ვთქვათ რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა - ქართველ ხალხს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება არ სურს, მას სურს ცვლილებები, ის რასაც ივანიშვილი დღეს ეუბნება ხალხს, რომ მე ვიქნები მუდმივად ხელისუფლებაში და თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ის ახდენს ძალაუფლების უზურპაციას, ხალხი ითხოვს წართმეული უფლებების დაბრუნებას -ეს არის პროპორციული სისტემა, რასაც ხალხი ითხოვს, ხელუსუფლების ცვლილებას არჩევნების გზით, ივანიშვილი კი ეუბნება მათ - არ წავალ არჩევნების გზით - მე არ ვიცი რა არჩევანი რჩება, ხელისუფლებამ თვითონ უნდა გააკეთოს, ხალხს არჩევანის არ აქვს, აქვთ თავისი ნება აირჩიოს ხელისუფალი რასაც ივანიშვილი ართმევს, მეორე - ესეთი უწესობა რაც ივანიშვილმა ჩაიდინა ერთი-ერთში ქართველი ქართველს არ პასუხობს, მან გადაადგო ხალხი, როგორ გგონიათ ქართველი ხალხი ამას მოითმენს? - არა, რა თქმა უნდა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია, შეუქცევადი პროცესია, საერთაშორისო თანამეგობრობა ახორციელებს ზეწოლას და ყველა შემთხვევაში ეს დასრულდება ლოგიკური დასასრულით და ეს იქნება ივანიშვილის წასვლა ხელისუფლებიდან, ახლა არჩევანი მასზეა როგორ მიდის არჩევნებით თუ ხალხს კიდევ გააღიზიანებს" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.