რეზონანსი
25.11.2019

(რეზონანსი) რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპოტესტო აქციას გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ "ოცნებამ" საზოგადოებას მოატყუა.

"დღეს აქ დგას ყველა ის მოქალაქე ვისაც გააზრებული აქვს ორი რამ: პირველი- ეს არის ის, რომ ტყუილში ცხოვრება ქართველი ხალხისთვის არის მიუღებელი. შეუძლებელია გააგრძელო პოლიტიკური ცხოვრება, როცა ფაქტობრივად "ქართულმა ოცნებამ" უარი უთხრა საზოგადოებას იმ ძირითადი ღირებულებისთვის, რაც მოიტანს პროპორციულ არჩევნებს.აქ დგას ის ხალხი ვისაც სურს ხვალინდელი, მომავალი პროგრესული დღე ქართული პოლიტიკის, არ შეიძლება პოლიტიკა გრძელდებოდეს ასე, რაღაც შეთითხნილი საარჩევნო შედეგით. თუ ვინმეს გონია, რომ დგანან ოპოზიციისთვი, არის პრინციპულად შემცდარი. მოდით და დადექი აქ, იმიტომ, რომ პროპორციული არჩევნები მოიტანს იმას, რომ ყველას ექნება თავისი წილი, თუ არ გინდათ რომ მოხდეს ერთი ხელისუფლების მიერ მეოპრე ხეისუფლებისთვის ძალაუფლების გადაცემა, მოდით და დადექით აქ" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×