რეზონანსი
25.11.2019

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. მორიგი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზეამ წუთებში იწყება. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პიკეტირება კანონიერია და დემონსტრანტები კონსტიტუციის ჩარჩოს არ გასცდებიან.

"კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ ბლოკირების აკრძალვას, პიკეტირების აკრძალვა კანონმდებლობაში არ არის. ამიტომ, მოქალაქეებს აქვთ პიკეტირების უფლება, პარლამენტში შემსვლელ დეპუტატებს დაუფიქსირონ თავიანთი პოზიცია და მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება ამ ტყუილების მიმართ.

ჩვენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთ და ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივმართავთ, რომ ხელისუფლება გონს მოეგოს," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×