რეზონანსი
25.11.2019

"მირჩევნია ხიდის ქვეშ დავწვე, ვიდრე უგულავას და ბოკერიას გვერდით დავდგე" - ასე აფასებს მომღერალი სოფო ბედიას ქმარი და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, მიშა მესხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

"გუბაზ სანიკიძე, ჩარკვიანები და ორპროცენტიანი პარტიები ბიძინა ივანიშვილზე იყვნენ ჩამოკიდებულები და დღეს რასაც აკეთებენ, იმ განცხადებების არ რცხვენიათ?! მასეთი პოლიტიკოსები რომ ჰყავს საქართველოს იმიტომაც არის ყველაფერი კარგად. თუნდაც ახალგაზრდების გამოყენებას შევეხოთ, ჩვენც არაერთხელ გამოგვიყენეს ბოროტად, ბევრს არც აინტერესებდა რა დღეები გვქონდა ციხეში, როგორ გვექცეოდნენ და ა.შ. უბრალოდ განცხადებებს აკეთებდნენ ტელევიზორში. "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გევრდით იმ ხალხის დგომა ვინც ოცნების გვერდით იდგა სირცხვილია! მაგათ ოღონდ ვინმე გვერდით დაუდგეთ და იტყვიან ფაშისტები ვართო. ვფიქრობ ჭკუას ისწავლის "ქართული ოცნება".

გამოხვიდე და ხელი ჰკრა იმას ვინც ფეხზე დაგაყენა სწორად არ მიმაჩნია. კიდევ ბევრ მოღალატეს ვნახავთ "ქართულ ონებაში"- ამბობს მიშა მესხი.

წყარო: "რეიტინგი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×