რეზონანსი
25.11.2019

 თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანზე მდებარე „პირიმზის" შენობასთან ძლიერი კვამლი იყო.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ​„პირიმზის" უკან ცეცხლი გაუჩნდა სამშენებლო ნაგავს და გაგრილების სისტემის დამხმარე ნაგებობას.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შევიდა შენობის პირველ სართულზე.

ადგილზე შვიდი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობს. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ გაავრცელა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×