რეზონანსი
25.11.2019

სემეკი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ ელის, - ამის შესახებ მედიას მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.მისი თქმით, მიუხედავად დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებისა ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგანაც ვალუტის კურსის გარდა, ტარიფში სხვა ფაქტორებიც არის გათვლისწინებული - ეს არის ინვესტიციები და მოსაწოდებელი გაზის ფასი.

„ამ ეტაპზე იმის თქმა, რა გავლენა ექნება კონკრეტულად კურსს, გამიჭირდება, თუმცა სხვადასხვა ფაქტორებზე და მოცემულობებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ გაზის ფასის ზრდას არ ველოდებით", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×