რეზონანსი
25.11.2019

 მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის მკვლელობას გამოეხმაურა და მისი მშობლები მოკლული შვილით ვაჭრობაში დაადანაშაულა. მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალდებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე პასუხობს:

"მალხაზ ბატონო, მე თქვენი მტერი არ ვარ. მე ვიყავი და ჩამოვედი თქვენი შვილის სამძიმარზე. ჭორები ბევრი გამიგია თქვენზეც, მაგრამ მე მაგას არც ერთ სიტყვას არ ვიჯერებ და არ მინდა რომ დავიჯერო. მე ვიცი ვინც დგას თქვენს უკან, ყველაზე დიდი ჭორიკანა და უზნეო ადამიანი. ხვდებით ალბათ ვინც არის…

მე გული მტკივა თქვენი შვილის ტრაგიულად დაღუპვის გამო. გაანათლოს ღმერთმა. მე მზად ვიყავი თქვენ გვერდით დავმდგარიყავი, მაგრამ თქვენ იმ ხალხთან დადექით, სადაც იმ ხალხს ქუჩიდან დაწყებული ციხეებით დამთავრებული ასობით ადამიანი ჰყავთ მოკლული და გაუპატიურებული. მე ყოველთვის ვებრძოდი მათ პატიოსნად და ახლაც ასე გავაგრძელებ მათთან შეუპოვარ ბრძოლას.

რაღაცას როცა ამბობ მალხაზ ბატონო, ადამიანს ცილს რომ სწამებ, მაშინ ფაქტებით უნდა დაამტკიცო ყველაფერი. თუ ვერ დაამტკიცებ, მოგიწევს დამტკიცება. და თუ ვერ დაამტკიცებ, აქედან გამოჩნდები საზოგადოების თვალში რა მართალი კაციც ხარ. არავისში შეგეშალო და აგერიო”, - წერს სოსო რობაქიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×