რეზონანსი
25.11.2019

„ევროპული საქართველოს" ლიდერების განცხადებით პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი კობა ზაქარეიშვილი და მძღოლი ბესო შავაძე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.

ირმა ნადირაშვილისა და ოთო კახიძის თქმით, სატვირთო ავტომობილით დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეების გასათბობად გამზადებული შეშა და აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკა გადაჰქონდათ და ამ დროს მოხდა მათი წევრების დაკავება. რაც შეეხება დაკავების მიზეზებს, ის პარტიის წევრებისთვის უცნობია.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებულია ორი პირი. მათშორის ერთი მძღოლი. მანქანა გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×