რეზონანსი
25.11.2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი რუპორით მივიდა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნეპოტიზმია, ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კონკურსში ლევან გზირიშვილის შვილის მონაწილეობას აპროტესტებს.

ჯანეზაშვილს მანდატურებმა არ მისცეს საშუალება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრს ვასილ მშვენიერაძეს შეხვედროდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არა მოსამართლე წევრის განცხადებით, თუ მას პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ მისცემენ, ის სათქმელს ე.წ. რუპორის საშუალებით მაინც იტყვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×