რეზონანსი
25.11.2019

ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას მერიის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ეს არის ჭორი.

„საიდან მოიტანეთ? ეს არის ჭორი. ამ წუთებში ვიმყოფები ჩემს კაბინეტში და ვმართავ სამუშაო თათბირს 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით,"- განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ცნობისთვის ყოფილმა საჯარო მოხელემ, შორენა მირცხულავამ დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გუშინ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ფოთის მერს, გოჩა კურდღელიას სცემეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×