რეზონანსი
25.11.2019

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე იმის მიუხედავად, რომ უმრავლოსებამ მისი ინიციატივა პლებისციტთან დაკავშირებით არ გაიზიარა, გუნდის დატოვებას არ აპრებს.

ზოიძის განცხადებით, ის პროცესებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდება.

"მე გუნდს ულტიმამტუმის ენით არ ველაპარაკები, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება რჩება ძალაში. მიმაჩნია რომ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში ჩემი ადგილი არ არის. უმრავლესობამ და ჩვენმა გუნდმა, არ გაიზიარა ჩემი შეთავაზება, ამ პოლიტიკური სიტუაციის ნორმალურ პროცესში გადაყვანისთვის რომ შევკითხოდით ხალხს. სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით რესური დარჩენილია პროცესების ნორმალურ კალაპოტში მოქცევისთვის, რაც გამოჩნდება უახლოეს დღეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მივიღებ როგორც გითხარით,"- განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×