რეზონანსი
25.11.2019

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობის წინ პალმა დააბოქლომეს.

"ბიძინა ივანიშვილს უყვარს ხეები და სიმბოლურად მისი მთავრობის დაბოქლომება შენობის წინ არსებულ პალმის ხეს დავუკავშირეთ," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

დაბოქლომების ფაქტამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობის წინ დაპირისპირება იყო. ხმაური ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მოსვლამ გამოიწვია. საკრებულოს დეპუტატები ოპოზიციური პარტიიდან ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ, საკრებულოს წევრებმა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საკრებულოში შესვლაში ხელი შეუშალეს.

ადგილზე ისმოდა ურთიერთბრალდებები. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ქალბატონი, პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×