რეზონანსი
25.11.2019

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება ცინიზმია.

„ეს არის ცინიზმი, დაცინვა. როგორც ჩანს, კომოს ტბამ მის ხასიათზე იმოქმედა და რაღაც სისულელეებს როშავს, დავუთმობ ვიღაცას მაჟორიტარულ ოლქებსო. ქურდებთან კი არ გვაქვს ჩვენ „სხადნიაკი", რომ რაღაც სიტყვაზე შევთანხმდეთ და აბა, ბიჭებო მოვილაპარაჯოთ და ა.შ. კანონი გვინდა, სამართლიანობა გვინდა და პროპორციული წარმომადგენლობა გვინდა პარლამენტში. შენი გულმოწყალება შენთვის შეინახე, კახი, რა. ცოტა აზრზე მოდით, ხალხნო, როგორ ელაპარაკებით საერთოდ საზოგადოებას, არ გცხვენიათ? ქურდები ხართ, რომ გვითმობთ? ვინ ხართ საერთოდ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება. „არ დავაყენებთ მაჟორიტარობის კანდიდატებს იმ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობისა" და მისი დანამატების გარდა, დანარჩენ ოპოზიციას ექნება გამარჯვების რეალური შანსი", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×