რეზონანსი
25.11.2019

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ე.წ. ურჩი მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საარჩევნო სისტემას არ შეეხებიან.

თუმცა, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, მაჟორიტარი დეპუტატები მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში მაინც წარადგენენ.

"შევთანხმდით, რომ ჩვენ მაჟორიტარები არ შევეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლას და ის, ჩატარდება შერეული სისტემით. ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ. ჩვენ გვაქვს ახლა უფრო მეტი დრო. შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს და დავიწყებთ რეგიონებში გასვლას.

რაც შეეხება პლებისციტს ან რეფერენდუმს, ის ჩატარდება ან 2020 წელს, არჩევნებს დავამთხვიეთ, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი და ან, ეს შესაძლოა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე, 2021-ში. შესაბამისად, როგორი იქნება ხალხის დამოკიდებულება, იმის მიხედვით გავაგრძელებთ მოქმედებას," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×