რეზონანსი
25.11.2019

"სელპაკები" და ვაზელინი - "ქართულ ოცნების" მმართველ გუნდს ქუთაისიდან ამანათი გაუგზავნეს.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ამ ფორმით გამოეხმაურნენ. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ხელისუფლებას იმდენი სირცხვილი აქვს, რომ მათ მოსაწმენდად "სელპაკები" ჭისრდებათ.

"ქართულ ოცნებას" გავუგზავნეთ "სელპაკები" და ვაზელინი, რითაც იუმორით გამოვეხმაურეთ მიმდინარე პროცესებს და დღევანდელ სხდომას. მმართველ გუნდს იმდენი შეცდომა და სირცხვილი აქვს, რომ ამ პროცესიდან უმტკივნეულოდ გამოსასვლელად "სელპაკები" და ვაზელინი დასჭირდებათ. სირცხვილია, რაც ხდება, სირცხვილია, ხელისუფლება, როგორ ცდილობს მოწმინდოს შეცდომები ბიძინა ივანიშვილს და ეს, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს გავუგზავნეთ "სელპაკები" და ვაზელინები,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიამ აქცია-პერფორმანსი ქუთაისის ფოსტასთან გამართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×