
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია და პიკეტირება განახლდება.
აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე ტრადიციულად საღამოს 19:00 საათიდან ელოდებიან. იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებაც ხვალინდელი სესიისთვის.
"ერთად უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და ამ ბრძოლაში ველოდებით, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც თავს გაბრაზებულად და გადაგდებულად გრძნობენ გამოვლენ გარეთ და გააპროტესტებენ ჩვენი ხელისუფლების ყველანაირ უმსგავსობას," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.
სამოქალაქო აქტივისტის მიშა მშვილდაძის თქმით, არ შეიძლება რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ატყუებდეს და დანაპირებს არ უსრულებდეს, დღევანდელი ვითარება კი ყველა პოლიტიკური კლასისთვის მაგალითი უნდა იყოს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია - ვადამდელი პროპორციული არჩევნები, დაინიშნოს დროებითი მთავრობა და მოხდეს ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება.
სამოქალაქო აქტივისტები აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებასაც ითხოვენ.