რეზონანსი
25.11.2019

სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალე", "ქართული ოცნების" ოფისთან, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის წევრებისთვის "სირცხვილის კორიდორის" მოწყობას აპირებენ.

"შეცვალეს" აქტივისტების განმარტებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მორიგი ტრიუკი არ გაუვა.

სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×