რეზონანსი
25.11.2019

გავრცელებული ინფორმაციით, გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის გარემოცვის წევრები ცდილობდნენ იგი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნებულიყო და ამ საკითხის მოსაგვარებლად საკმაოდ დიდი თანხაც გადაიხადეს. ამბობდნენ, რომ საქართველოში ჩასვლის შემდეგ, "ტარო" თურქეთში წავიდოდა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტები უკვე კარგა ხანია მშვიდად ცხოვრობენ. ამ გეგმებს ხელი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეუშალა. რუსეთში გადაწყვიტეს, რომ ონიანი არა საქართველოსთვის, არამედ ესპანეთისთვის გადაეცათ.

"ონიანის ესპანეთში ექსტრადირებას ხელს უშლიდა მისი რუსეთის მოქალაქეობა. შსს-მ კომპეტენტურ სამსახურებთან თანამშრომლობით გაარკვია, რომ მას მოქალაქეობა მიღებული აქვს კანონდარღვევით, რის შედეგადაც, მას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა და გადაეცა ესპანეთს", - განაცხადა რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.

ესპანეთში ონიანს ბრალად ედება დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზება. ამ საქმეზე 2005 წელს ქვეყანაში ესპანეთის, რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის 25 მოქალაქე დააკავეს, რა დროსაც 800-ზე მეტი საბანკო ანგარიში დაიბლოკა.

ესპანეთში ექსტრადირებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი კიდევ ერთი გამხაურებული საქმის მონაწილე გახდა. ესპანელი სამართალდამცავების მტკიცებით, "კანონიერი ქურდი" და მისი გარემოცვა კატალონიის ხელისუფლების დელეგატს ედუარდო პლანელსს ქრთამს აძლევდნენ. რუსული საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ, რომ ამ საკითხით ესპანეთში ცდილობენ, რომ რუსული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს დაუკავშირონ.

საბოლოოდ, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ონიანი სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის.

რუსული გამოცემის თქმით, ახლა ესპანეთში აქტიურად ეძენებ კავშირს რუსეთსა და კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს შორის. ამბობენ, რომ ამის გამო ძველი საქმე განაახლეს, როცა კატალონიის ერთ-ერთი დელეგატი ქრთამს იღებდა, რათა რუსული მაფიის წარმომადგენლებს მალხაზ თეთრუაშვილს და ტარიელ ონიანს ესპანეთში ცხოვრების უფლება მიეღოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×