რეზონანსი
24.11.2019

დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატები სავარაუდოდ ორ ან მეტ ფრაქციას შექმნიან.

ცქიტიშვილის თქმით, ამ დროისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს.

„გარკვეული კონფიგურაციები, რა თქმა უნდა, იკვეთება, მაგრამ ალბათ დროზე ადრე არ იქნება სწორი, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას რომ მიიღებს უკვე თითოეული ჩვენგანი, მაშინ უნდა მოხდეს ამის გაცხადება. მანამდე ალბათ ეს შესაძლებელი ვერსიებია, რომლებსაც განიხილავს ცალკეული ჩვენგანი და შემდგომში ალბათ ერთმანეთთანაც შევაჯერებთ. ვფიქრობ, არის რესურსი, რომ ორი ფრაქცია ჩამოყალიბდეს მინიმუმ ორი, შესაძლებელია მეტიც. ვფიქრობ, მთავარი ამ შემთხვევაში არის, რომ რაღაც გარკვეული პრინციპებისა და გარკვეული იდეების ირგვლივ გავერთიანდეთ და არა ტექნიკური ფრაქცია, რომელიც, ვფიქრობ, რომ თავისთავად არ არის სწორი, ამიტომ შემდეგი კვირა გვაჩვენებს, კონკრეტულად, რა გამოიკვეთება, ვის ვისთან სურს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა ვფიქრობ, რომ ზოგადად დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის კოორდინაცია ალბათ სასურველი იქნება", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×