რეზონანსი
24.11.2019

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაერო-ს კუთვნილი ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინციდენტის დროს დაშავდა კიდევ ხუთი პირი.

ამასთან, დღეს დაიკუნდის პროვინციაში რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის" წევრები ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. შეიარაღებული დაპირისპირება ოთხს საათს გაგრძელდა. თავდასხმას უსაფრთხოების ძალების რვა წევრი ემსხვერპლა.

პარალელურად, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები „თალიბანის" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებენ ყუნდუზის პროვინციაში, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. შეტაკების დროს, რადიკალური ორგანიზაციის სულ მცირე სამი წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×