რეზონანსი
24.11.2019

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი გახდა

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი ვიკი გაბორი (Viki Gabor) გახდა სიმღერით Superhero. კონკურსანტმა 278 ქულა მიიღო.

საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი 69 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს პოლონეთმა უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტი მე-6 ნომრად გამოვიდა. როსტიაშვილმა შეასრულა დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერა „გვინდა გვიყვარდეს" (We need Love).

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×