რეზონანსი
24.11.2019

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 25 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები. სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

დღეს ბიძინა ივანიშვილი იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც პარლამენტში 14 ნოემბრის კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

შეხვედრიდან გამოსული დიმიტრი ხუნდაძე, მერაბ ქვარაია და ირაკლი შიოლაშვილი აცხადებდნენ, რომ „პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა", თუმცა ისინი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებდნენ.

მათი თქმით, ერთიანი პოზიცია შეთანხმების შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაცხადდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×