რეზონანსი
24.11.2019

"განწყობა არის ისეთი, რომ უკან დახევას არავინ აპირებს",-"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ინიციატივას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია პროვოკაციულ ქმედებებს არ განახორციელებს.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია ბოლომდე იბრძოლებს და უკან არ დაიხევს.

"ეს ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი სერიოზული გაფრთხილება იქნება, განწყობა არის ისეთი, რომ ერთის მხრივ უკან დახევას არავინ აპირებს, მეორეს მხრივ, არავინ აპირებს რამის პროვოცირებას და პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას, თუმცა ეს არ უნდა უქმნიდეს არავის ილუზიას, რომ ოპოზიცია ნახევრად იბრძოლებს და არ იბრძოლებს შედეგის მისაღწევად," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"გირჩის" ინიციატივის მიხედვით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, თუ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა, ძალოვანი უწყებები "ნაციონალური მოძრაობის" ხელში არ უნდა აღმოჩნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×