რეზონანსი
24.11.2019

  "შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით", - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა შედგა მაჟორიტარებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. მათ შორის იმ მაჟორიტარებთან, რომლებიც პროპოციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან.

ხუნდაძის ცნობით, შეხვედრაზე განსახილველი თემა საარჩევნო სისტემა იყო. დამატებით, თუ რაზე შეთანხმდნენ უმრავლესობაში და კონრეტულად რატომ იყო გამართული შეხვედრა "პროდუქტიული", დიმიტრი ხუნდაძე არ აკონკრეტებს.

"ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს და სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით რასთან დაკავშირებით იყო", - თქვა ხუნდაძემ.

მისივე ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა ქართული ოცნების ოფისში, ხვალ 10 საათზეა ჩანიშნული.

"ოცნების" ოფისში მაჟორიტარ დეპუტატებისა და ბიძინა ივანიშვილ შორის შეხვედრა დღეს, 24 ნოებერს, შედგა.

შეხვედრაზე სავარაუდო განსახილველი თემა დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა იყო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტრული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

ასევე, სხდომაზე, სავარაუდოდ, აკაკი ზოიძის ინიციატივასაც განიხილეს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს, ან პლებისციტს გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×