რეზონანსი
24.11.2019

  პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საპროტესტო აქცია იმართება.

ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მშრომელთა უფლებებს დაიცავს და არჩევნებში სწორედ მშრომელთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული სხვა პარტიებთან ითანამშრომლოს, თუმცა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა გამორიცხულია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×