რეზონანსი
24.11.2019

  სამოაში წითელას ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში სამოაში წითელას ინფექციით დაღუპულთა რაოდენობა გასამმაგდა. გარდაცვლილებს შორის უმეტესობა 5 წლამდე ბავშვია.

ეპიდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადაა, შეწყვეტილია სასწავლო პროესი. სამოაში ამ დროისათვის წითელას ინფექციის 1 800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმების განცხადებით, სახელმწიფოში წითელას გავრცლების მთავარი მიზეზი სასმელი წყლის დაბინძურება გახდა.

UNICEF-მა სამოას წითელასთან საბრძოლველად 110 500 დოზა მედიკამენტი გამოუყო. ამასთანავე, ავსტრალიამ ქვეყანაში ექიმებისა და ჯანდაცვის ექსპერტების გუნდი გაგზავნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×