რეზონანსი
24.11.2019

  დეპუტატი ეკა ბესელია საინტერესო იდეას უწოდებს „გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის" ხელში არ აღმოჩნდება.

„საინტერესო იდეაა. აქვე მინდა, ჩვენი პოზიცია ძალიან ცხადად გითხრათ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოთხოვნების ნაწილში ვუერთდებით საერთო ოპოზიციურ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას და ა.შ, მაგრამ როდესაც მომავლისკენ ვიყურებით, არც საარჩევნო ბლოკია და არც ერთიანი ორგანიზაციაა შემქნილი. ჩვენ ყველას გვინდა, რომ თანაბარ საარჩევნო პირობებში აღმოჩნდეს ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომ ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უნდა მას. ამ ნაწილშიც, მეც პირადად ვარ იმ პოზიციაზე, რაზეც ვიყავი - ნამდვილად არ შევუწყობ ხელს იმას, რომ „ქართული ოცნება" წავიდეს და „ნაციონალური მოძრაობა" მოვიდეს. საჭიროა ცვლილებები სწორედ იმიტომ, რომ რაღაც ახალი შეიქმნას ამ ქვეყანაში",- აცხადებს ეკა ბესელია.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×