რეზონანსი
24.11.2019

წნორში, ბოდბისხევის ბაზართან , დაძაბული სიტუაციაა. სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელს ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნების" აქტივისტები დახვდნენ და არ აძლევენ საშუალებას კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტები" ჩატარებას.

მათ შორის არიან ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები. ისინი ითხოვენ, რომ ელისაშვილმა ტერიტორია დატოვოს. ადგილზე მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა. ალეკო ელისაშვილი ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×