
მამა სებასტიანეს, რომელმაც უსახლკარო ძაღლები შეიფარა და დღემდე უვლის, 2 დღის უკან მგელმა ვირი შეუჭამა. გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ გამოჩნდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ მამაოს ვირს აჩუქებს.
„მამაო სად ცხოვრობთ, ჩვენ ამოგიყვანთ ვირს“ - წერს ბაჩანა ჩუტკერაშვილი.
„მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობის და გვერდში დგომისათვის.
მინდა, რომ დეტალურად გაგაცნოთ ჩემი მდგომარეობა, უკვე წლები ვიფარებ ქუჩის უპატრონო და ინვალიდ ძაღლებს, დღესდღეობით მყავს ოცდახუთი ასეთი ძაღლი, რის გამოკვებაშიც კეთილი ადამიანები მეხმარებიან, ასევე ამაშენებინეს ამ საწყალი ცუგებისთვის სახლი და მყავს შიგნით მით უმეტეს ღამით, გარეთაც რომ ყოფილიყვნენ ესენი მაინც ვერ დაიცავდნენ მგლებისაგან ლურჯას. არიან ინვალიდები სამფეხეები, ცალ თვალეები, მოხუცები და ა.შ.
რაც შეეხება ლურჯას მება ეზოში სახლის გვერდზე, სადაც აქვს სამწყვრევი ვეღარ მოვახერხე კარის ჩამომბა დროულად, მე მარტო ვცხოვრობ აქ და არვინ მომხმარე არ მყავს. კიდევ მინდა გითხრათ რომ ამ მონასტერს არანაირი შემოსავალი არ აქვს და არ გვაქვს არანაირი საშუალება გარდა კეთილი ხალხის დახმარების და შემოწირულობისა, რასაც ანგარიშზე მირიცხავენ ცუგებისათვის, რაც შეეხება მანქანის ყიდვაც, რაზეც რამოდენიმე ადამიანმა გამოთქვით სურვილი მანქანა არ მინდა, რომც მომიგროვოთ მანქანის ფული მე მანქანას ვერ შევინახავ, რამეთუ კიდევ ავღნიშნავ რომ გარდა კეთილი ხალხის თითო-ოროლა ლარის დარიცხვისა არანაირი საშუალება არ გამაჩნია. ამასთანავე მაქვს ბანკის ვალი ორი ათას ხუთასი ლარი, რომელიც სექტემბერში გამოვიტანე და თვრამეტი თვე უნდა ვიხადო.
მოგახსენებთ იმასაც, რომ მონასტერში არ მაქვს შუქი, ოთხიწლის წინ მიყიდეს მზის ბატარეა (12-ვოლტიანი) და ისინიც ვეღარ ანათებენ და ვეღარც ტელეფონს ტენიან კარგად, დენის ამოყვანა ძალიან ძვირი ჯდება.
თქვენი გვერდში დგომით და დახმარებით მირჩევნია შევიძინო ისევ სახედარი და 220-ვოლლტიანი მზის განათება, რათა შუქი მქონდეს მეც და ჩემ ცუგებსაც.
კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა ყველას გვერდში დგომისა და სიყვარულისათვის, უფალი და დედა ღვთის მშობელი გფარავდესთ მუდამ“ - წერს მამა სებასტიანე.