რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი.

"მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, მან ვერ გამოავლინა, რომ მიმწოდებელი გეგმა-გრაფიკს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. მიუხედავად საქმიანობაში არსებული ხარვეზებისა და სამუშაოების ნაწილის უხარისხოდ შესრულებისა, მერიამ არ დააჯარიმა მიმწოდებელი, არ შეუწყვიტა მას ხელშეკრულება და პირიქით გაუზარდა მიწოდების ვადები. მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვის პროცესში სავარაუდოდ არ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების სასარგებლოდ. შედეგად, მუნიციპალიტეტმა 2 წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტის განხორციელება და მოსახლეობა ვერ სარგებლობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ხოლო თანხა - 91 ათასი ლარი, დახარჯულია არაეფექტიანად", - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×