რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) 33 ტენდერი და ყველა შემთვევაში ერთადერთი გამარჯვებული. 2017-18 წლებში გორის მუნისციპალიტეტში გამოცხადებული ყველა ტენდერი მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანიებმა მოიგო. აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ ტენდერები ხშირ შემთხვევაში უკონკურენტო პირობებში ტარდებოდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება კი 18 მილიონს ლარს აჭარბებს.

ამასთან, აუდიტის დასკვნაში ერთ პირზე მორგებული ტენდერები არ არის ერთადერთი, რომელზეც მაკონტროლებელი ორგანო წერს. დოკუმენტით ირკვევა, რომ გაფლანგულია მილიონები შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ასევე ასი ათასობით ლარია დახარჯული მივლინებებზე. არც ერთი ადგილობრივი წარმომადგენელი ვერ ადასტურებს თუ რაში დაიხარჯა ამდენი თანხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×