რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) ნიკა გვარამიამ მაია ასათიანს თავის გადაცემის "მთავარ არხზე" გადატანაზე უარი უთხრა:

"მაია ასათიანი ძალიან ძლიერი "ტელევიზიონშიკია", თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ყვითელ გადაცემებს პერსპექტივა აღარ აქვთ. ამიტომ ჯობია, სხვა რამ გააკეთოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს არხზე ასე არ იქნებოდა და, როგორც ხედავთ, ნანუკაც გადაფორმატდა სოციალურად მწვავე ტიპის თოქ შოუდ. ვფიქრობ, ამ ჟანრმა ამოწურა თავისი თავი. მაიას გადაწყვეტილება იყო, რომ იმ არხზე დარჩა.

მაია ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტია, კარგი და ძლიერი ადამიანი და ათასი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისევ "პროფილი" აკეთოს "რუსთავი 2"-ზე. დანარჩენი აღარაა ჩემი საქმე." - განაცხადა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×