რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთაგან ერთი 13 წლის ბავშვია. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული მამაკაცი და მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რეანიმაციული დეპარტამენტის ექიმის ინგა ელბაქიძის განცხადებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×