რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) მმართველი პარტიის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საკუთარ თავს მომავალშიც „ქართულ ოცნებაში" ხედავს.

მისი თქმით, გაქცევას არსად აპირებს და თანაგუნდელებს ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში გვერდში დაუდგება, მიუხედავად იმისა, რომ „ცხოვრება პარლამენტის გარეთაც ძალიან საინტერესოა".

როგორც ქანთარია აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა", ცოტა ხანში პატარა პარტიებსაც გადაყლაპავს".

„ეს „ნაციონალური მოძრაობა", ცოტა ხანში, იმ პატარა პარტიებსაც გადაყლაპავს, რომლებიც იმიტომ მივიდნენ მათთან, რომ იქნებ, ზედაპირზე ამოყვინთონ. ეს უნდა იცოდნენ მათ. გადაყლაპავს და დაიწყება მათი „ჭამა-სმა". როგორ შეიძლება, ერთად იყვნენ", - აცხადებს ქანთარია „პრაიმტაიმთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×