რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი წერეთელმა პროკურატურასთან ითანამშრომლოს და სიმართლე თქვას.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს კიდევ ერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს და ვნახოთ, რა იქნება, სასამართლო ჩატარდება. უნდა ითანამშრომლოს, თანამშრომლობის შანსი ჰქონდა ზურაბ მიქაძესაც. ვინც კი სიმართლე თქვა, აღიარა და ითანამშრომლა პროკურატურასთან, თუნდაც ზურა ბაქრაძე, მე ყველა შევინდე",- განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარუდინეს ასევე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×