რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) „ევროპული საქართველო ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის მიმართ პატრიარქის განსაკუთრებულ დალოცვას ეხმაურება.

„სად არის ჩემი ოქრო?! - ასე უტიფრად მიმართა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს. მას 2003 წლამდე და შემდგომ არაერთხელ დაუდანაშაულებია აწ გარდაცვლილი ირაკლი ანდრიაძე (სამების ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი) და მთლიანად საპატრიარქო სამების ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ხომ იცით ეს ყველაფერი. ბუნებრივია თქვენი უფლებაა მადლობა გადაუხადოთ ყველა ქტიტორს, მაგრამ როცა ეს ადამიანი უმაღლესი ხელისუფალია, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა, ხალხს არჩევანი წაართვა, დაპირდა, მერე მოატყუა და საპასუხოდ დაუსრულებლად არბევს, ქება დიდება ძალზედ დამამცირებლად სჩანს დედა ეკლესიისთვის. ასეთ ვითარებაში თუ ხმას არ ვიმაღლებთ, ოქროდ დაფასებული დუმილი სჯობს", - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პატრიარქმა ივანიშვილი დალოცა, როგორც სამების ტაძრის განსაკუთრებული შემომწირველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×