რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. მასში განთავსებული იყო სოფლის კლუბი, ამბულატორია და მერის წარმომადგენლის ოფისი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სახანძრო- სამაშველო სამი ბრიგადა.

„ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ცეცხლი არ გადადებოდა ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღსა და კერძო სახლებს", - განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

ჯერ დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×