რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) გიორგობის დღესასწაულზე ქვეყნის პრეზიდენტი მსჯავრდებულებს არ შეიწყალებს. ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ შეწყალების აქტს სალომე ზურაბიშვილი ამჯერად არ გამოსცემს. ასობით პატიმართან ერთად, შეწყალებას ელოდებოდა დეკანოზი გიორგი მამალაძეც.

როგორც მამალაძის ადვოკატი „ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, მისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ პრეზიდენტი დეკანოზს არ შეიწყალებს, ვინაიდან, მისი თქმით, ზურაბიშვილმა შეწყალების საქმეზე მორატორიუმი გამოაცხადა.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტმა მორატორიუმი გამოაცხადა, შეწყალებებთან დაკავშირებით გარკვეული სიახლეების შეტანა უნდოდა. პარალელურ რეჟიმში რეკომენდაცია საპატრიარქოდან, მიმაჩნია რომ იყო მოჩვენებითი და არაფერი ძალა არ ექნებოდა ამ ყველაფერს", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×