რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) თურქეთში, სტამბოლში, 31 წლის საქართველოს მოქალაქე ქალი დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, თუქეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ერთ-ერთ მაღაზიას ლიცენზია არ ჰქონდა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ მაღაზიაში სამძებრო სამუშაოები გაატარეს. რის შემდეგაც, 4 პირი დააკავეს, რომლებსაც აზარტული თამაშებისთვის სივრცის მოწყობა და ხელშეწყობა ედებათ ბრალად.

გატარებული სამუშაოების შედეგად, პოლიციამ 9 ლეპტოპი და 6745 ლირა ამოიღო, მაღაზია კი დალუქა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×