რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის დ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები: 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 262-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×