რეზონანსი
23.11.2019

(რეზონანსი) ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში „თრედსტოუნში" (Treadstone) გადაიღეს.

სერია მისი მონაწილეობით ეთერში მომავალ სამშაბათს გავა ეთერში. საკაბელო არხი USA Network-ი სერიალის პირველი სეზონის მეშვიდე სერიის ანონსს ინტერნეტში ავრცელებს.

„თრედსტოუნი" არის სპინოფი და მოვლენები სპეცაგენტ ჯეისონ ბორნის სამყაროში ვითარდება. სერიალის სიუჟეტის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა „თრედსტოუნის" მიზანი აგენტების შესაძლებლობების ხელოვნური მოდიფიკაციაა. ასეთი რამდენიმე აგენტი კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასრულებს დავალებას.

მსახიობი მერაბ ნინიძე ასევე პოპულარული ამერიკული სერიალის, Homeland-ის ბოლო სეზონში მონაწილეობს.

მისივე მონაწილეობით კიდევ ერთ ამერიკულ სერიალს, Ironbark-ს კი მაყურებელი 2020 წელს იხილავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×