რეზონანსი
22.11.2019

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი ხშირად ლოცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ბავშებს და მათ ქადაგებით მიმართავს. ერთ-ერთი ასეთი ქადაგების დროს მისი უწმინდესობა ბავშვებს კონკრეტულ რჩევა-დარიგებას აძლევს:

"თქვენ იცით, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან შემოვიდა, ხოლო IV საუკუნეში უკვე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ღვთის განგებით, ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეშივე ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ასეთი დიდი მადლი და წყალობა მიანიჭა უფალმა საქართველოს. ამიტომაც უნდა ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები და მარად გვახსოვდეს, რამ გადაარჩინა ჩვენი სამშობლო. იგი იხსნა ღმერთმა, მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ. ამგვარი გზით უნდა ვიაროთ ჩვენც...

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! ერთად შეკრული ხელის პირველი სამი თითი წარმოადგენს წმიდა სამების სიმბოლოს. ახლა ყველამ ერთად გადავიწეროთ პირჯვარი და ჩემთან ერთად გაიმეორეთ სიტყვები:

"სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ".

ამჯერად რასაც ვიტყვი, ისიც გაიმეორეთ:

„უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!

უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!

უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო! ამინ".

ბავშვებო, მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით და პირს დაიბანთ, აუცილებლად ილოცეთ. პირველილოცვა კი ასე თქვით: "უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!"

ჯერ საქართველოსთვის ილოცეთ, მერე თქვენი თავისთვის, მშობლებისა და ახლობლებისთვის. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა"!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×