რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) თბილისის მერი, კახა კალაძე იტალიაში თბილისისთვის შეკვეთილი საახალწლო ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად იტალიაში ჩავიდა.

"დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია. კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა", - აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

2019 წლის საშობაო ნაძვის ხე თბილისის ბიუჯეტს 304 848 ევრო უჯდება, რაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის 996 853 ლარია. ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, ამ კომპანიის წარმოებული სათამაშოებით გაფორმდება თბილისისი ქუჩების ნაწილი.

ნაძვის ხეს, რომელიც ბიუჯეტს მილიონ ლარამდე უჯდება, ერთწლიანი გარანტია აქვს, თბილისის მერიას კი 2019 წლის 10 დეკემბრამდე უნდა ჩაბარედეს. მისი განათება ციმციმა LED განათებით იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×