რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) ხელისუფლება არის მხდალი, შიშს დიდი თვალები აქვს, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა საქალაქო სასამართლოში გადადებულ საქმეებთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

"შიშს დიდი თვალები აქვს. ხელისუფლება არის მხდალი. ამ მდგომარეობაში ვართ. არავის რომ არ ეშინია მათი, არც დაკავებულებს და არც დაკავებულების ახლობლებს, ეს გუშინაც და გუშინწინაც გამოჩნდა," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს აქციაზე დაკავებული ყველა პირის პროცესი გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულების საქმეებზე მსჯელობა როდის გაგრძელდება. მიზეზი, თუ რატომ გადაიდო სასამართლო პროცესები დაკავებულებმა არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს პროცესები შეგნებულად გააჭიანუროს. როგორც თავად ამბობენ, ეს არის ე.წ. "ნერვების ომი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×