
(რეზონანსი) პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძემ ის ექპერტები გააკრიტიკა, რომელებიც ოპოზიციურ სპექტრს, საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობის დროს, კონსტრუქციულობა დაუწუნა.
"აი, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული უდნა იყოს... იმაზე მეტი კონსტრუქციული რა შეიძლება ყოფილიყო, როგორიც ჩვენ ვიყავით მთელი ამ 6 თვის განმავლობაში, ყველანი.
პატარა ბავშვებივით, ყველა პარტიის წარმომადგენელი დაყვებოდა "ქართულ ოცნებას" რეგიონებში, იღებდა მონაწილეობას საყოველთაო სახალხო განხილვაში. მიუხედავად იმისა, ჭორები კი არა, ფაქტობრივად დადასტურებული ინფორმაცია მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი ჩაგდებას აპირებდა, ეს მაინც არ დაუშვით. თორემ, სწორი იქნებოდა მასობრივი აქცია მოგვეწყო კენჭისყრის დროს, პარლამენტის წინ და დაგვენახვებინა, რომ არ ვაპატიებდით ჩაგდებას. ამდენი ხნის განმავლობაში კონსტრუქციულობის მეტი რა იყო აბა? იყო აბსოლუტური მოლოდინი, იყო მადლობები, იყო ხელისუფლების შექება, აი, როგორი სწორი ნაბიჯი გადადგით. და აიღეს და ვედროთი გადმოგვასხეს ნაგავი თავზე. აი,როგორ უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები, მიკარნახონ ამ ექსპერტებმა.
რითი სჯობს "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას"? მე არ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კარგია და კარგი იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს. იცით ჩემი პოზიცია და არაფერი შემცვლია. მაგრამ, "ქართული ოცნება" ბევრად სჯობს "ნაციონალურ მოძრაობას"?! 7 წელია" ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, რამდენი კომპეტენტური ადამიანი დაასაქმა "ქართულმა ოცნებამ", ვინც ოპოზიციაში იყო?
მაგალითად, ჩემს პარტიაში ვინც იყო ადამიანები და დასაქმება შესთავაზა ქართულმა ოცნებამ, ყველას პირობა დაუყენა, ჯერ პარტია დატოვე და მერე წამოდიო. ეს არის დემოკრატია? - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "ტვპირველთან" განაცხადა.