რეზონანსი
21.11.2019

ხვალ, 22 ნოემბერს, კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში, მე-7 მიკრორაინში N25-თან და მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენის ქსელზე მოძველებული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები ახლით შეიცვლება.

სამუშაოების მიმდინარეობის დროს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 22 ნოემბრის, 20:00 საათიდან 23 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

VI-VIII მიკრორაიონებს, მაჩაბელის, ფალიაშვილის, მეგობრობის, 9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და Facebook-ის საშუალებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×