რეზონანსი
21.11.2019

(რეზონანსი) პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა.

პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, სწორედ ამის გამო დაიწყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, რაც აქციის 3 მონაწილის დაკავებით დასრულდა.

შეგახსენებთ, მოძრაობა „შეცვალეს" წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.

ისინი სკანდირებდნენ: „მონებო" და „შეცვალე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×